ვითარება გზებზე

ამბროლაურთან მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

0 კომენტარი
ფოტო: გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქ ამბროლაურთან მისასვლელ გზაზე ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა.

24 დეკემბერს, ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 71-ე კმ-ზე (ქ.ამბროლაურთან) დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოვიდა და საავტომობილო მოძრაობა ჩაკეტა. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლები და კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლები შესაბამის სამუშაოებს 24 საათიან რეჟიმში ახორციელებდნენ, მობილიზებული იყო ყველა საჭირო ტექნიკა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა საავტომობილო მიმოსვლის უმოკლეს ვადებში აღდგენა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები