სიკვდილით დასჯა ეგვიპტეში

სინას ნახევარკუნძულზე მომხდარი თავდასხმების გამო ეგვიპტეში 15 სამხედრო ჩამოახრჩვეს

Reuters

სინას ნახევარკუნძულზე მომხდარი თავდასხმების გამო ეგვიპტეში 15 სამხედრო ჩამოახრჩვეს. სიკვდილით დასჯა ეგვიპტის ჩრდილოეთით მდებარე ორ ციხეში, სამშაბათს, 26 დეკემბერს შედგა.

სასიკვდილო განაჩენი დაკავებულ სამხედროებს 2013 წელს სინას ნახევარკუნძულზე უსაფრთხოების სამსახურზე თავდასხმის გამო გამოუტანეს. მაშინ თავდასხმას რამდენიმე ათეული ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაიწვა შენობა-ნაგებობები და მანქანებიც.

სასჯელის უმაღლეს ზომას ეგვიპტეში ბოლოს 2015 წელს მიმართეს, როცა 6 ჯიჰადისტი სახალხოდ ჩამოახრჩვეს.

კომენტარები