საჯარო ფინანსები

ლომჯარიას გადაწყვეტილებით, ნანუაშვილის დროს 105 ათასად ნაყიდი ავტომობილი გაიყიდება

www.boldride.com

სახალხო დამცველის აპარატი 2016 წელს, 105 ათას ლარად ნაყიდ ავტომობილს გაყიდის. Mercedes-Benz GLA უკვე ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაეცა, საიდანაც ის გასხვისდება, მიღებული შემოსავალი კი ისევე ომბუდსმენის აპარატს დაუბრუნდება.

"ჩვენ ვერ ვხედავთ აპარატისთვის GLA-ს მონაცემების და მოდელის მქონე ავტომანქანის საჭიროებას, მითუმეტეს, რომ ყოველწლიურად იზრდება მისი შენახვის ხარჯები, რაც გაუმართლებლად აზარალებს აპარატის ბიუჯეტს", - ამბობს ლომჯარია.

სახალხო დამცველის აპარატის ბიუჯეტი წელს 4.5 მილიონი ლარია. უწყებაში სულ 123 ადამიანი მუშაობს, მათ ხელფასებზე წლიურად 2.8 მილიონი ლარი იხარჯება.

კომენტარები