Lorde

Lorde ისრაელში კონცერტს აღარ გამართავს

Lorde
Getty Images

ახალ ზელანდიელი მუსიკოსი Lorde აცხადებს, რომ მომავალი წლის ზაფხულში თელ-ავივში დაგეგმილი კონცერტი აღარ გაიმართება.

მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კონცერტის დაანონსებას პალესტინის მხარდამჭერი აქტივისტების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მათ მუსიკოსს მოუწოდეს გაეუქმებინა კონცერტი, რაზეც მან განაცხადა, რომ ყველა პოზიციას გაითვალისწინებდა.

ისრაელის კულტურის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მუსიკოსი გადაწყვეტილებას შეცვლის.

2018 წელს მუსიკოსის კონცერტები მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგშიცაა დაგეგმილი.

კომენტარები