ენერგეტიკა

ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა

townnews.com

სემეკმა დღევანდელ სხდომაზე ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაძვირების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ახალი ტარიფით, თელასის მომხმარებლებს დენი დღგ-ს ჩათვლით კილოვატ საათზე 1.56 თეთრით გაუძვირდებათ.

საფეხურების მიხედვით, განახლებული ტარიფები ასე გამოიყურება:

  1. პირველი საფეხური 100 კილოვატ საათამდე - აქამდე მოქმედი ტარიფი 12.980 თეთრი კილოვატ საათზე, ახალი ტარიფი - 14.54 თეთრი კილოვატ საათზე.
  2. მეორე საფეხური 101-300 კილოვატ საათამდე - აქამდე მოქმედი ტარიფი 16.992 თეთრი კილოვატ საათზე, ახალი ტარიფი - 18.55 თეთრი კილოვატ საათზე
  3. მესამე საფეხური 300 კილოვატზე მეტი - აქამდე მოქმედი ტარიფი 21.476 თეთრი კილოვატ საათზე, ახალი ტარიფი 23.03 თეთრი კილოვატ საათზე.

განახლებული ტარიფი 2018-2020 წლებში იმოქმედებს.

სემეკმა დღესვე ენერგო პრო ჯორჯიას ტარიფიც უნდა დაადგინოს. 

ტარიფების გაძვირებას ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემისა და დისპეჩერიზაციის გაძვირებული ტარიფების დადგენა უძღვოდა წინ.

კომენტარები