მამაკაცმა ამერიკაში ყოფილი ცოლი და ორი შვილი მოკლა. დაკავებისას მან სამართალდამცავებსაც გაუხსნა ცეცხლი. შედეგად ერთი ოფიცერი დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა 25 დეკემბერს, შობის ღამეს, ფენიქსში, არიზონას შტატში მოხდა.
ყოფილი ცოლი და ორი შვილი მამაკაცს 6 საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი. შტატის პოლიცია სახლში მაშინ შეიჭრა, როცა ერთ-ერთმა სამართალდამცავმა გარდაცვლილი ბავშვის სხეული შეამჩნია. მოკლული ბავშვებიდან ერთი - 10 თვის, მეორე კი 11 წლის იყო.
პოლიცია მკვლელობის მოტივებზე ჯერჯერობით არ საუბრობს.