დენის ტარიფი

ჭიაბერაშვილი: დენის ტარიფის მატება ქართული ოცნების საახალწლო საჩუქარია

ზურაბ ჭიაბერაშვილი
ტაბულა

სემეკის გადაწყვეტილებით 2018 წლის 1 იანვრიდან თელასის აბონენტებისთვის 1.56 თეთრით გაზდრილი დენის ტარიფი ამოქმედდება, აღნიშნული გადაწყვეტილება სემეკმა დღეს მიიღო. ევროპული საქართველოს დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ტარიფის მატებას "ქართული ოცნების საახალწლო საჩუქარს" უწოდებს და ამბობს, რომ ის კიდევ უფრო მძიმედ აისახება საყოველთაო გაჭირვებაში მყოფ ძალიან ბევრ ოჯახზე.

"ივლისში გაზის ტარიფის 11-12-13-თეთრიანი (ზოგგან 16-16 თეთრითაც კი) გაზრდა საქართველოს ქალაქებისა და რაიონების დიდ ნაწილში დამატებითი ფაქტორი გახდა ცხოვრების კიდევ უფრო გაძვირებისთვის. ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა დამატებითი დარტყმა იქნება ათიათასობით ოჯახის ბიუჯეტზე.

ასეთ პირობებში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ბიუჯეტი, რომელიც ზუსტი ასლია წინა წლების ბიუჯეტების. ხელისუფლება არ ამბობს უარს საკუთარ კეთილდღეობაზე და ამას ხალხის კეთილდღეობის ხარჯზე აღწევს. ქვეყანა ლარის სისუსტემდე, ფასების ზრდამდე და საყოველთაო გაჭირვებმადე კი სწორედ იმ არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მიიყვანა, რომელიც “ქართული ოცნების” მიერ შედგენილ ბიუჯეტებში ჩანს," - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

ჭიაბერაშვილის თქმით, გამოსავალია ევროპული საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც გადასახადების შემცირების გზით ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული.

კომენტარები