ბანკები

ლიბერთიმ შესაძლოა, ქართუ ბანკი იყიდოს

domsons.com

"ლიბერთისა და ქართუს გაერთიანება იდეის დონეზე დგას" - ამის შესახებ ლიბერთი ბანკის დირექტორმა საქმის კურსს განუცხადა. თუ გარიგება შედგება ეს GDS-ის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მოერე აქტივი იქნება, რომელიც ირაკლი რუხაძის მართვაში არსებულ საინვესტიციო ფონდს გადაეცემა.

16 ოქტომბერს ლიბერთის 74.64%-ის მფლობელი ნიდერლანდების სამეფოში დაარსებული კომპანია "European Financial Group B.V"(EFG) გახდა.

ამ გარიგების შედეგად ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეები გახდნენ ირაკლი რუხაძე (აშშ-ის მოქალაქე), ბენ მარსონი (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ის მოქალაქე).

რუხაძე მის მიერ დაფუძნებული კიდევ ერთი კომპანიით, Hunnewell Partners-ით სხვა ინვესტორთა ქონებასთან ერთად პატარკაციშვილების აქტივებსაც განკარგავს. კომპანია ბიზნესებს აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ, ბალკანეთის ქვეყნებში, უკრაინასა და საქართველოში ფლობს. საქართველოში კომპანიის აქტივებში შედის: ბორჯომი, ტვ იმედი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.

ქართუ ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრე უტა ივანიშვილია. ბანკის აქტივების ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია, ბანკის ვალდებულებები კი 1 მილიარდ ლარს შეადგენს. 2017 წლის მეორე კვარტალში ქართუს წმინდა მოგება 10.2 მილიონი ლარი იყო.

თავად ლიბერთის აქტივები 1.7 მილიარდი ლარია, ვალდებულებები კი 1.5 მილიარდს შეადგენს. ბანკს 2017 წლის მეორე კვარტალში 20 მილიონის მოგება ჰქონდა. 

კომენტარები