ენერგეტიკა

დენის ტარიფი ენერგო პროს აბონენტებისთვისაც გაიზარდა

GETTY

2018 წლის 1 იანვრიდან ენერგო პროს აბონენტებისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 1.28 თეთრით გაიზრდება. სემეკმა დღევანდელ სხდომაზე თელასის ტარიფიც გაზარდა.

საფეხურების მიხედვით, განახლებული ტარიფები ასე გამოიყურება:

  1. პირველი საფეხური 100 კილოვატ საათამდე - აქამდე მოქმედი ტარიფი 12.95 თეთრი კილოვატ საათზე, ახალი ტარიფი - 14.23 თეთრი კილოვატ საათზე.
  2. მეორე საფეხური 101-300 კილოვატ საათამდე - აქამდე მოქმედი ტარიფი 16.93 თეთრი კილოვატ საათზე, ახალი ტარიფი - 18.21 თეთრი კილოვატ საათზე
  3. მესამე საფეხური 300 კილოვატზე მეტი - აქამდე მოქმედი ტარიფი 21.45 თეთრი კილოვატ საათზე, ახალი ტარიფი 22.7 თეთრი კილოვატ საათზე.

თელასის აბონენტებისთვის კი განახლებული ტარიფები ასე გამოიყურება:

  1. პირველი საფეხური 100 კილოვატ საათამდე - აქამდე მოქმედი ტარიფი 12.980 თეთრი კილოვატ საათზე, ახალი ტარიფი - 14.54 თეთრი კილოვატ საათზე.
  2. მეორე საფეხური 101-300 კილოვატ საათამდე - აქამდე მოქმედი ტარიფი 16.992 თეთრი კილოვატ საათზე, ახალი ტარიფი - 18.55 თეთრი კილოვატ საათზე
  3. მესამე საფეხური 300 კილოვატზე მეტი - აქამდე მოქმედი ტარიფი 21.476 თეთრი კილოვატ საათზე, ახალი ტარიფი 23.03 თეთრი კილოვატ საათზე.

განახლებული ტარიფი 2018-2020 წლებში იმოქმედებს.

სემეკმა დღესვე ენერგო პრო ჯორჯიას ტარიფიც უნდა დაადგინოს. 

ტარიფების გაძვირებას ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემისა და დისპეჩერიზაციის გაძვირებული ტარიფების დადგენა უძღვოდა წინ.

კომენტარები