უბედური შემთხვევა

ბათუმში, სამშენებლო ობიექტიდან ტექნიკის შესამოწმებლად მისული ექსპერტი გადმოვარდა

flickr

ბათუმში, სამშენებლო ობიექტიდან ტექნიკის შესამოწმებლად მიწვეული ექსპერტი გადმოვარდა. მამაკაცი თავის ტრავმით რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

სამშენებლო ობიექტზე სამუშაოების მწარმოებლის მერაბ ჩხიკვაძის ინფორმაციით, ექსპერტი "ალბათ, ჩამოსვლის დროს, მეოთხე-მეხუთე სართულის დონეზე, ფეხუ აუცურდა კიბეზე და გადმოვარდა".

მომხდარზე გამოძიება სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები