ბავშვთა საკითხები

UNICEF: 2017 წელს ბავშვებზე ძალადობის მაჩვენებელმა შოკისმომგვრელ მაჩვენებელს მიაღწია

Unicef

გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, ბავშვებზე თავდასხმის მაჩვენებელმა 2017 წელს შოკისმომგვრელ მაჩვენებელს მიაღწია. 

იუნისეფის ახალ ანგარიშში წერია, რომ ყველაზე დაუცველი ადამიანების მიმართ საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევამ ძალიან დიდ მასშტაბებს მიაღწია. 

გაეროს ბავშვთა ფონდის დირექტორი, მანუელ ფონტაინი ამბობს, რომ ბავშვები თავდასხმის სამიზნეები ხდებიან თავიანთ სახლებში, სკოლებსა და სათამაშო მოედნებზე, ეს სისასტიკე კი არ შეიძლება, ნორმალური იყოს. 

ანგარიში მოიცავს კონფლიქტის ზონებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით: 

  • ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, სადა ბავშვები დახოცეს, გააუპატიურეს და გაიტაცეს შეიარაღებული ძალების წევრებმა. აქ ბავშვებზე ძალადობის მაჩვენებელი დრამატულად გაიზარდა. 
  • ისლამურმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ, ბოკო ჰარამმა, სულ მცირე, 135 ბავშვი გამოიყენა თვითმკვლელ ტერორისტებად, რაც 2016 წლის მაჩვენებელს თითქმის 5-ჯერ აღემატება. 
  • როჰინჯა მუსლიმი ბავშვებიც იტანჯებოდნენ მიანმარში შოკისმომგვრელი და მასშტაბური ძალადობის შედეგად, ვინაიდან მათ თავიანთი სახლების დატოვება მოუწიათ. 
  • სამხრეთ სუდანში 19 ათასზე მეტი ბავშვი შეუერთდა შეიარაღებულ ჯგუფებს.  
  • იემენში ბრძოლების შედეგად, სულ მცირე, 5 ათასი ბავშვი დაიღუპა ან დაშავდა. იუნისეფი აღნიშნავს, რომ რეალური ციფრი შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს. 
  • აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში, სადაც 2014 წლიდან საომარი მოქმედებებია, 220 ათასი ბავშვი ომის რეჟიმში ცხოვრობს. 

კომენტარები