რუსეთი

პუტინი: სანქტ-პეტერბურგში სუპერმარკეტის აფეთქება ტერორისტული თავდასხმაა

0 კომენტარი
ფოტო: CNN

ოთხშაბათს სანქტ-პეტერბურგში მომხდარი აფეთქების შედეგად ათზე მეტი ადამიანი დაშავდა.

აფეთქება გასართობ კომპლექსში არსებულ სუპერმარკეტში მოხდა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მომხდარი "ტერორისტულ თავდასხმად" შეაფასა.

რუსული მედიის ინფორმაციით გამოძიების წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა სუპერმარკეტის კარადაში იყო განთავსებული.

შეგახსენებთ, რომ სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე წელს კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. მაშინ სამგზავრო ვაგონის აფეთქებას 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მიმდინარე თვის დასაწყისში სატელეფონო საუბარში ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს CIA-ს მიერ სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილ ტერორისტულ აქტებზე ინფორმაციის მიწოდებისათვის მადლობა გადაუხადა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები