წყლის ტარიფი

წყლის ტარიფი თბილისის გარდა, მცხეთის მოსახლეობისათვისაც გაიზარდა

წყლის ტარიფი მცხეთაში მცხოვრები მოსახლეობისთვისაც გაიზარდა. მრიცხველის მქონე აბონენტებისთვის ტარიფი დაახლოებით 12 თეთრით, ხოლო მრიცხველის გარეშე აბონენტებისათვის ფიქსირებული გადასახადი 1 სულ მოსახლეზე 1 ლარით და 48 თეთრით გაიზარდა. 

ეს გადაწყვეტილება სემეკის დღევალდენ სხდომაზე მიიღეს. წყლის ტარიფი გაძვირდა თბილისშიც. აბონენტებისთვის, ვისაც წყალზე მრიცხველი უყენიათ, გადასახადი 1 მ3-ზე 6.3 თეთრით მოიმატებს, ხოლო მათთვის, ვინც სულადობით იხდის, ტარიფი 1 სულზე - 74.2 თეთრით გაიზრდება.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი იქნება 1 მ3-ზე 0.329 ლარი, უმრიცხველო მოხმარებისას 1 სულზე 3.888 ლარი,

აღნიშნული ტარიფები ძალაში 2018 წლის პირველი იანვრიდან შევა და 2020 წლის ბოლომდე იქნება.

კომენტარები