ავღანეთი

ქაბულში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო, დაღუპულია 41 ადამიანი

0 კომენტარი
ფოტო: CNN

დღეს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

შეგახსენებთ, რომ ქაბულის ცენტრში თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. უკანასკნელი მონაცემებით დაიღუპა 41 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. დაშავებულია კიდევ 84.

თავდასხმის სამიზნეს შიიტური კულტურული ცენტრი წარმოადგენდა, სადაც ასამდე ადამიანი საბჭოთა კავშირის ავღანეთში შესვლის დღესთან დაკავშირებით იყო შეკრებილი. თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებას შენობაში დამონტაჟებული ორი ბობმბის აფეთქებაც მოჰყვა, თუმცა ამას დამატებითი მსხვერპლი არ გამოუწვევია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები