აშშ-ჩინეთი

ტრამპი: იმედგაცრუებული ვარ, რადგან ჩინეთი ჩრდილოეთ კორეას ნავთობს აწვდის

AP

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ იმედგაცრუებულია იმისა გამო, რომ ჩინეთი ჩრდილოეთ კორეას ნავთობის მიღების საშუალებას აძლევს.

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ჩინეთი საშუალებას აძლევს ნავთობს შევიდეს ჩრდილოეთ კორეაში. ვერასოდეს დადგება ჩრდილოეთ კორეის პრობლემის მეგობრული გადაწყვეტა თუ ეს გაგრძელდება!"

ჩინეთი ჩრდილოეთ კორეისათვის ნავთობის არალეგალურად მიწოდებაში სამხრეთ კორეულმა გაზეთმა დაადანაშაულა. ჩინეთის განცხადებით ჩინურ გემებს გაეროს არცერთი სანქცია დაურღვევიათ.

ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებით ჩინეთის, როგორც ჩრდილოეთ კორეის მთავარი სავაჭრო პარტნიორის, თანამშრომლობა გაეროს სანქციების წარმატებისათვის აუცილებელია.

გასულ კვირას გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო და მისთვის ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე დამატებითი შეზღუდვები დააწესა.

კომენტარები