საზოგადოებრივი მაუწყებელი

ქეთი ქარდავა: საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის ბიუროს ხურავს

2018 წლის 1 თებერვლიდან, საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის ბიუროს ხურავს. ბიუროს კორესპონდენტი ქეთი ქარდავა Facebook-ზე წერს, რომ გადაწყვეტილება პირველი არხის ხელმძღვანელობამ მიიღო.

"მიზეზად მენეჯმენტი ფინანსებს ასახელებს. არხის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ თბილისიდან უფრო იაფია და ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული ევროპაში ნატოზე და ევროკავშირზე სიუჟეტების მომზადება, ვიზიტების გაშუქება, ვიდრე ევროპის პოლიტიკური ცენტრიდან ევროპის სხვა ქალაქებში გადასვლა. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს" - წერს ქარდავა.

მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ევალება, "უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის, NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია".

კომენტარები