კრიმინალი

ჯეოსელის ოფისიდან მობილური ტელეფონების მოპარვის მცდელობისთვის, ორი პირი დააკავეს

hifipublic.com

სამართალდამცველებმა ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, "უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე - 1988 წელს დაბადებული ჯ. ს. და 1988 წელს დაბადებული ა. ს. იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე "ჯეოსელის" ოფისში მობილური ტელეფონების მოპარვას ცდილობდნენ".

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

კომენტარები