რუსთავი 2-ის საქმე

საკონსტიტუციო სასამართლომ R2-ის საქმეზე ტელეკომპანიის სარჩელი არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლო
რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. პლენუმმა ტელეკომპანია საქართველოს სარჩელი არ დააკმაყოფილა. ტელეკომპანია სამოქალაქო კოდექსის იმ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომელიც ფასის არაპროპორციულობის გამო, ხელშეკრულების ბათილობის შესაძლებლობას ქმნის.

ე.წ. ამორალური გარიგების საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ორ წელზე მეტ ხანს მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 2 მარტს, უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ამის შემდეგ, ევროსასამართლომ, 39-ე მუხლის საფუძველზე, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უვადოდ შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მას არასდროს გამოუყენებია სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არის განსაკუთრებული ღონისძიება, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე.

კომენტარები