ეკონომიკური ზრდა

2017 წლის 11 თვეში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4.8% იყო

0 კომენტარი
ფოტო: Thomas Peter / Reuters

საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის 11 თვეში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 4.8% შეადგინა. მთავრობა 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ქვეყანაში 4%-იანი ზრდის მიღწევას გეგმავდა, შესაბამისად, ეს მაჩვენებელი მთავრობის მიერ საპროგნოზოდ განსაზღვრულ ზრდას 0.8%-ით აღემატება. 

2017 წელს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ოქტომბერში იყო, ყველაზე დაბალი კი აპრილში:

  1. იანვარი - 5.2%
  2. თებერვალი - 4.4%
  3. მარტი - 5.3%
  4. აპრილი - 2.1%
  5. მაისი - 5.3%
  6. ივნისი - 4.6%
  7. ივლისი - 3.8%
  8. აგვისტო - 4.3%
  9. სექტემბერი - 5%
  10. ოქტომბერი - 5.7%
  11. ნოემბერი - 3.7%

ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია 27%-ით გაზრდილმა ექსპორტმა და კომერციული ორგანიზაციების 13%-ით გაზრდილმა ბრუნვამ. ნოემბერში კერძო სექტორის ბრუნვამ ჯამში 5.9 მილიარდი ლარი შეადგინა.

IMF-მა ოქტომბერში საქართველოს 2017 და 2018 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. წელს ფონდი საქართველოში 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებდა, განახლებული პროგნოზით კი ის 4.3%-ის დონეზეა, 2018 წლის განახლებული პროგნოზი კი 4.2%-ია, რაც ფონდის წინა პროგნოზს 0.2%-ით აღემატება.

2016 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2.7% შეადგინა, მთავრობა 2.7%-იანი ზრდის მიღწევას გეგმავდა.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით ჩამორჩებოდა.

ეკონომიკის სექტორების მიხედვით ეკონომიკური ზრდის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები