უბედური შემთხვევა

ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამშენებლო ობიექტზე 2 მუშა დაშავდა

ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობისას 2 მუშა დაშავდა.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ობიექტიდან სამშენებლო მასალა - ფიცარი ჩამოვარდა და ორ ადამიანს დაეცა. მათ სხეულის დაზიანება მიიღეს.

შსს-ს ცნობით, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

კომენტარები