ხანძარი

ქალაქ დმანისში ხანძარია, ცეცხლი საძოვრებს გაუჩნდა

ქალაქ დმანისში ხანძარია. ცეცხლი საძოვრებსა და ხმელ ბალახს გაუჩნდა. ადგილზე 10-ზე მეტი მეხანძრე იმყოფება.

როგორ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ტაბულას განუცხადეს ხანძარი ლოკალიზებული და მისი გავრცელების საშიშროება დასახლებულ პუნქტებში არ არსებობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ასევე გვითხრეს, რომ ცეცხლის ლიკვიდირება მალე მოხდება. 

კომენტარები