youtube

2017 წლის ტოპ 10 ვიდეო Youtube-ზე

time.com

2017 წელს Youtube-ის ტოპ 10-მა ვიდეომ ჯამში 633 მილიონ ნახვაზე მეტი დააგროვა. ეს შარშანდელ მონაცემთან შედარებით 83 მილიონით მეტია. Youtube არხებს, რომლებზეც ეს ვიდეოებია განთავსებული, მთლიანობაში 55 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავთ. თვალი გაადავლეთ Youtube-ის 2017 წლის ყველაზე პოპულარი ვიდეოების ათეულს:

1. „სანამ მტვრად ვიქცევით“ - შენიღბული მომღერალი

შესრულებამ პოპულარული აზიური კონკურსიდან 200 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. შოუში „შენიღბული მომღერალი“ გამომსვლელებს მოეთხოვებათ, ისეთი კოსტიუმები ეცვათ, რომ მათი ამოცნობა შეუძლებელი იყოს. ხსენებულ შოუს აკეთებენ კორეაში, ტაილანდში, ვიეტნამსა და ჩინეთში. ეს კონკრეტული შესრულება კი ტაილანდის კონკურსიდანაა.

2. ედ შირანი - Shape of You/ კაილ ჰანაგამის ქორეოგრაფია

125 მილიონზე მეტი ნახვით, Youtube-ზე ეს ყველა დროის ყველაზე ხშირად ნანახი ქორეოგრაფიული ვიდეოა.

 

3. პინგ-პონგის მოხერხებული გასროლები.

ამ ვიდეოს თითქმის 100 მილიონ ნახვა აქვს.

 

4. დარსი ლინი შოუდან America’s Got Talent

12 წლის გოგონამ, რომელსაც პირის გაღების გარეშე მეტყველება და სიმღერა შეუძლია, ჟიურის და პუბლიკის აღფრთოვანება გამოიწვია. საბოლოოდ ის შოუს გამარჯვებულიც გახდა.

 

5. ედ შირანი ჯეიმს კორდენის კარაოკეში

პოპმოღერალს პოპულარულ შოუში 40 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.


6. ლედი გაგას შესრულება Super Bowl-ზე

პოპვარსკვლავის შთამბეჭდავ შესრულებას Halftime show-ზე თითქმის 40 მილიონი ნახვა აქვს.

 

7. ინაგურაციის დღე - დონალდ ტრამპის ინაგურაცია სასაცილო გახმოვანებით

ვიდეოს 36 მილიონამდე ნახვა აქვს.

 

8. სამყაროს ისტორია

ბილ ვართზი მოკლე ანიმაციურ ვიდეოებს ადრეც აქვეყნებდა, თუმცა ასეთი პოპულარობა მანამდე არც ერთ ნამუშევარს მოუპოვებია. 20 წუთიან ვიდეოში მან სამყაროს ისტორიის ჩატევა სცადა.

 

9. გულისცემით - ანიმაციური ფილმი

ეს პირველი ანიმაციური ფილმია გეი წყვილზე. სულ რაღაც 4 წუთში ფილმი აღწერს უთვალავი ლგბტქ თემის წევრი ახალგაზრდის გამოცდილებას და მათ აჩვენებს, რომ გრძნობების გამოხატვაში საშიში არაფერია.

 

10. BBC-ის ინტერვიუ ბავშვებმა შეაფერხეს

პროფესორ რობერტ კელის სკაიპით ინტერვიუ BBC-ის ახალ ამბებში, მისი შვილების წყალობით, საინფორმაციო გადაცემებიდან ყველაზე პოპულარული გახდა.

კომენტარები