ავტოსაგზაო შემთხვევა

თბილისში ავარიას 5 ადამიანი შეეწირა

flickr

თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა. ავარია მშრალი ხიდის მიმდებარედ მოხდა. ერთმანეთს რუსეთიდან სომხეთში მიმავალი სამგზავრო ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. ხუთივე გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა. ხუთივე გარდაცვლილი მსუბუქ ავტომობილში იჯდა.

შსს-ში საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები