აფგან მუხთარლი

აფგან მუხთარლის და, დისშვილი და ძმიშვილი ზაქათალაში გარდაცვლილები იპოვეს

flickr

დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის და, დისშვილი და ძმისშვილი გარდაცვლილები იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ცხედრები ზაქათალაში, საკუთარ სახლში დღეს აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის სავარაუდო მიზეზი მხუთავი აირით მოწამვლა გახდა.გავრცელებული ინფორმაციით, სახლში იმყოფებოდა კიდევ ერთი ბავშვი, რომელიც გადარჩა.

НОВОСТИ-АЗЕРБАЙДЖАН-ის ცნობით, სახლში, სადაც გარდაცვლილები იპოვეს მცირეწლოვანიც იმყოფებოდა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია.

საქმეზე აზერბაიჯანის პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო, ცხედრებს ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდებათ.

კომენტარები