საავიაციო უსაფრთხოება

ავიაციის უსაფრთხოების ქსელმა 2017 წელი ყველაზე უსაფრთხო წლად დაასახელა

boeing.com

ავიაციის უსაფრთხოების ქსელის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელი ყველაზე უსაფრთხო იყო. სტატისტიკა მოიცავს მსოფლიოს მასშტაბით მომხდარ ყველა კომერციული თვითმფრინავის ინციდენტს, როგორც სამგზავროსას, ისე სატვირთოსას. 

ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯამში 10 უბედური შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის დროსაც 79 ადამიანი დაიღუპა. 10 ფატალური ინციდენტიდან 5 სატვირთო, 5 კი სამგზავრო აილაინერი იყო. 

2016 წლის ანალოგიური სტატისტიკის მიხედვით კი, სულ 16 უბედური შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც 122 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები