სექსუალური შევიწროება

თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმე სასამართლოში მოუგო

ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შალვა რამიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და მომჩივანი მხარის, თათია სამხარაძის სარჩელი დააკმაყოფილა. სამხარაძე რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. რამიშვილს მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. მას 2 ათასი ლარის გადახდა მოუწევს. 

კავშირ "საფარის" ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას თქმით, მოსამართლემ სამხარაძის მატერიალური ზიანი არ დაადგინა, თუმცა, მისი აზრით, ეს იმით იყო გამოწვეული, რომ სამხარაძე მხოლოდ რამიშვილს უჩიოდა და არა ტელეკომპანია იმედს. პატარაიასვე თქმით, მათთვის მნიშვნელოვანი სასამართლოს მხრიდან მომხდარის სექსუალურ შევიწროებად შეფასება იყო. 

სასამართლოს დღევანდელ სხდომას არც შალვა რამიშვილი და არც მისი ადვოკატი არ დასწრებიან.

საქმის დასაბუთება სამხარაძეს და მის ადვოკატებს ერთი თვის ვადაში ჩაბარდებათ. 

საქმის დეტალები წაიკითხეთ აქ

კომენტარები