დაპირისპირება ეკლესიაში

მამა ლევანი მმკ-ის ლიდერის ქადაგებაზე: დაიწყო უვიცობის ტირაჟირების ახალი სეზონი

0 კომენტარი
დეკანოზი ლევან მათეშვილი ფოტო: facebook.com/dekanozilevan.mateshvili

დეკანოზი ლევან მათეშვილი facebook-ის პირად გვერდზე დეკანოზ დავით ლასურაშვილის ქადაგებას გამოეხმაურა, სადაც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთან დაკავშირებული საეკლესიო ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი, დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს ეკლესიაში შფოთის შემომტანად მოიხსენიებს და მრევლს მოუწოდებს, მის ქადაგებებს არ მოუსმინონ.

"დაიწყო ახალი წელი და დაიწყო ახალი განსაცდელები! დაიწყო ახალი სეზონი სიძულვილის, მტრების ძიების, განკითხვის, უვიცობის ტირაჟირების, უცვლელად კვლავ სარწმუნოების "დაცვის", "ქრისტე დაცვის". კვლავ აღმოიქოქა ეკლესიის მტრების ძიების ყოვლადშემმუსვრელი მწვალებელმაძიებელი აგრეგატი თითქმის ერთი წელი მიყუჩებული რიგი მიზეზების გამო! ამ აგრეგატზე კი ექსკლუზიური აქციების 100% ეკუთვნის ქრისტეს "ჭეშმარიტ" რაინდებს, პირუთვნელ ცენზორებს, მართლმკვეთელ ჟანდარმებს, რომლებიც იცავენ ქრისტეს და მის ეკლესიას ქრისტიანთაგან!

მარტო თავისთვის უნდათ, მაგრამ დავუშვათ და ისმინა უფალმა მათი ვედრება და ეკლესიაში მარტო ამგვარი "რჩეულნი" დარჩნენ, მაშინ რაღა ეშველებათ? რა უნდა აკეთონ? ვინღა უნდა ამხილონ? ვინღა უნდა შერაცხონ მტრად? რა ეშველება მათ ერთობას? რა ოხრად დარჩებათ მწვალებელმაძიებელი აგრეგატი? პირდაპირ ტრაგედია შესაძლოა დატრიალდეს. გასაგებია, რომ მათი ერთობა სიყვარულზე არაა დაფუძნებული. ასე რომ იყოს მაშინ მოსაქცევ სამკალს (რაც ეკლესიის მისიაა) სიხარულს არ აუკრძალავდა (ახალ წელს, ნაძვის ხეს), თუნდაც რომ უაზროს, ქართველობის დაცვის, მეტრადიციულობის ნიღაბით აღჭურვილნი არ შერაცხავდნენ ქართულ უნიკალურ ცეკვას როკვად და შესაბამისად ცოდვად. არ გამოუცხადებდნენ ქართულ პოლიფონიურ გალობას და ამით როგორც კულტურას ასევე ეკლესიას ბრძოლას! მათი ერთობა ნაზავი და პროდუქტია გაუნათლებლობის და სიძულვილის, დამთესავი შუღლის და განყოფის. ეკლესიაში აქამომდე არგაგონილი ურთიერთობის სტანდარტის შემომტანნი ანუ მოდერნის და სხვათა მოდერნისტად მომნათვლელნი! საქართველოში ქრისტეს ეკლესია თუ ვინმეს აღარ უნდა ამ აგრეგატის ჭეშმარიტი მფლობელების ღირსეული დამსახურებაა.

"რჩეულნო" ნუთუ რამე გარანტირებული გაქვთ? ნუთუ სამოთხის ვიზები გაქვთ უკვე ჩარტყმული თუ თქვენზე ექსკლუზიურად მოქმედებს ვიზალიბერალიზაცია? რწმენაში " სრულყოფილნო" ნუთუ აღარაფერი გაქვთ სასწავლი ან დასაძლევი, ან იქნებ დაცემულ ბუნებაზე გამარჯვება უკვე მოიპოვეთ? და თუ ასე არაა შეიცანით საკუთარი თავი და იქნებ აღმოაჩინოთ რომ მკურნალი (ანუ ქრისტე) გჭირდებათ და ამ საჭიროებისთვის იქნებ ქრისტესთვისაც მოკვდეთ, მაგრამ
ქრისტეს სახელით ნუ კლავთ სხვას!", - წერს მათეშვილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები