ტექდათვალიერება

ეკონომიკის სამინისტრო: ტექდათვალიერების ვიზიტის დაჯავშნა ელექტრონულად მოხდება

Bayram Isgandarov / newscafe.ge

2018 წლის 1 იანვრიდან 3.5 ტონაზე მძიმე და 8 ადგილზე უფრო დიდი ტევადობის ავტომობილებისთვის ტექდათვალიერების ვალდებულება ამოქმედდა. 2019 წლის 1 იანვრიდან კი ყოველწლიური ტესტირების გავლა ყველა ტიპის ავტომობილისთვის სავალდებულო იქნება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის დაჯავშნა ელექტრონულად, ვებგვერდ  www.pti.ge-ის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

აღნიშნულ გვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებელი შეძლებს, აირჩიოს მისთვის სასურველი თარიღი და დრო ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად.

ვიზიტის დაგეგმვის შედეგად მომხმარებელი მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით მიიღებს დასტურს ავტომობილის სანომრე ნიშნის მიხედვით ვიზიტის დაგეგმვის შესახებ, ცენტრის ზუსტ მისამართს (სმარტფონების მფლობელთათვის ნავიგაციის ლინკით) და შეკვეთის უნიკალურ ნომერს.

ავტომობილს ონლაინ დაჯავშნის შემთხვევაში, ინსპექტირების ცენტრში ურიგოდ მოემსახურებიან.

ვიზიტის დაგეგმვა ასევე შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატების გამოყენებითაც.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, 2018 წლის 3 იანვრიდან მოქმედებს ცხელი ხაზი - “1484” ამოქმედდა. კონსულტაციის გაცემის გარდა, ცხელი ხაზის ოპერატორები მოქალაქეებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ცენტრებში ვიზიტის ონლაინ დაჯავშნაში დაეხმარებიან. ცხელ ხაზზე დარეკვა დამატებითი გადასახადის გადახდას არ ითვალისწინებს.

რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოგიწევთ, რათა ტექდათვალიერება გაიაროთ იხილეთ ბმულზე.

კომენტარები