ჯოშუა ბოილი

თალიბანის ტყვეობიდან დახსნილ ჯოშუა ბოილს ბრალს სექსუალურ ძალადობაში სდებენ

0 კომენტარი
ფოტო: AP

კანადელ ჯოშუა ბოილს, რომელიც ცოლთან და შვილებთან ერთად თალიბანის 5 წლიანი ტყვეობიდან ოქტომბერში დაიხსნეს, 15 ბრალი აქვს წაყენებული.

ჯოშუა ბოილს ბრალად ფიზიკური ძალადობა, გაუპატიურების მცდელობა და მოკვლის მუქარა ედება.

ბოილის ამერიკელი მეუღლის, კეიტლინ კოლმანის თქმით ეს წლების მანძილზე გადატანილი ტრავმის ბრალია, რამაც მისი მეუღლის ფსიქიკურ მდგომარეობაზე გავლენა მოხდინა.

ბოილის ოჯახი ავღანეთის საზღვართან ჩატარებული სპეცოპერაციისას პაკისტანის ძალებმა დაიხსნეს. ისინი უკვე კანადაში არიან. მათი სამივე შვილი თალიბანის ტყვეობაში დაიბადა. ავღანეთში ტურისტად ჩასული კანადის მოქალაქე ჯოშუა ბოილი და მისი ორსული მეუღლე, ამერიკელი კეიტლინ კოლმანი ისლამისტურმა დაჯგუფებამ 2012 წელს დაატყვევა.

კანადაში დაბრუნების შემდეგ 34 წლის მამაკაცმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტყვეობაში მისი ცოლი გააუპატიურეს და ქალიშვილი მოუკლეს.

ბოილის ბრალდებები თალიბანმა უარყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები