ხელფასები

სექტორები, რომლებშიც ყველაზე მაღალი ხელფასებია

Thomas Peter / Reuters

საქსტატმა სექტორების მიხედვით, საშუალო ხელფასების მაჩვენებლები გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით, კონტრაქტით დასაქმებულთა ხელფასები ყველაზე მაღალი სამშენებლო და საფინანსო სექტორებშია, ყველაზე დაბალი კი განათლების სექტორში.

საშუალო ხელფასები სექტორების მიხედვით:

  • განათლება - 565 ლარი თვეში
  • სოფლის მეურნეობა - 742 ლარი თვეში
  • სასტუმროები, რესტორნები - 818 ლარი თვეში
  • კომუნალური და სოციალური მომსახურების გაწევა - 838 ლარი თვეში
  • დამამუშავებელი მრეწველობა - 918 ლარი თვეში
  • ვაჭრობა - 935 ლარი თვეში
  • ჯანდაცვა - 958 ლარი თვეში
  • მომხმარებელთათვის მომსახურების გაწევა - 1221 ლარი თვეში
  • ენერგეტიკა - 1224 ლარი თვეში
  • სახელმწიფო მმართველობა - 1296 
  • ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 1329 ლარი თვეში
  • სამთომომპოვებელი მრეწველობა - 1337 ლარი თვეში
  • საფინანსო საქმიანობა - 1861 ლარი თვეში
  • მშენებლობა - 1999 ლარი თვეში

წარმოდგენილი სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ მათი ხელფასების კრებით მონაცემს, ვინც ამ სექტორებში ხელშეკრულების შედეგად არის დასაქმებული, ამიტომაც ის რეალური მაჩვენებლისგან შესაძლოა განსხვავდებოდეს. 

კომენტარები