5 იანვარს, გლდანის, დიდგორისა და საბურთალოს ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

5 იანვარს გლდანის, დიდგორისა და საბურთალოს რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის მიზეზად "თელასი" ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.

კომპანია შექმნილი დისკომფორტის გამო მომხმარებელებს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას (ნაწილობრივ) და წავკისის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის და დემეტრე თავდადებულის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომენტარები