McDonald’s

თემურ ჭყონია სომხეთში პირველი McDonald’s-ის გახსნას გეგმავს

ტაბულა

ბიზნესმენი თემურ ჭყონია სომხეთში McDonald’s-ის რესტორნების გახსნას გეგმავს. საინტერესოა, რომ სომხეთში McDonald’s-ის ქსელი დღემდე არ არსებობს.

"სომხეთში დავიწყებთ მაკდონალდსის მშენებლობას. პროექტებზე ვმუშაობთ, თუმცა რა ადგილსაც პირველი რესტორანი იმსახურებს ჯერ ვერ მოვძებნეთ, მაგრამ მალე მოვძებნით. გადაწყვეტილება მიღებულია და კომპანიას ამის 100%-იანი ნებართვა აქვს",- საქმის კურსისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს ჭყონია.

საქართველოში McDonald’s-ის პირველი რესტორანი 1999 წელს გაიხსნა და დღეს-დღეობით ათზე მეტ რესტორანს აერთიანებს. კომპანიაში ათასამდე ადამიანი მუშაობს, რესტორნები დღეში 15 ათასზე მეტ სტუმარს ემსახურებიან.

თემურ ჭყონიას ასევე ეკუთვნის "კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია" და $30 მილიონიანი ინვესტიციით აშენებული სასტუმრო "ჯორჯია პალასი". ჭყონია ქუთაისში სასტუმრო Courtyard Marriott-ის აშენებასაც გეგმავს.

კომენტარები