ნიგერიაში, მეჩეთში აფეთქებას სულ მცირე 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

www.aljazeera.com

ნიგერიაში, მეჩეთში აფეთქებას სულ მცირე 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ალჯაზირა ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბომბი მეჩეთში თვითმკვლელმა მამაკაცმა ააფეთქა.

შემთხვევა კამერუნის საზღვართან ახლოს, ბორნოს შტატში, ქალაქ გამბორუში მოხდა. თვითმხილველების თქმით, აფეთქების დროს მეჩეთში დილის ლოცვები მიმდინარეობდა. მეჩეთი სრულად განადგურდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.

კომენტარები