ისლანდია

ისლანდიამ ქალებისა და კაცებისთვის თანაბარი ანაზღაურება დააკანონა

0 კომენტარი
ფოტო: AP Photo/Brynjar Gunnarsson

ისლანდიამ ქალებისა და კაცებისთვის თანაბარი ანაზღაურება დააკანონა. ახალი კანონის მიღებით ისლანდია გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც ერთი და იგივე სამუშაოს შესრულებისთვის მამაკაცსა და ქალს თანაბარი ხელფასი ექნებათ.

ყველა კომპანია, სადაც 25 ან მეტი ადამიანი მუშაობს, ვალდებულია, კანონს დაემორჩილოს. თუ კომპანია კაცს უფრო მაღალ ხელფასს დაუნიშნავს ვიდრე ქალს, სახელმწიფოსგან დაჯარიმდება.

თანაბარი ანაზღაურების შესახებ კანონი ისლანდიაში ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე დაამტკიცეს, თუმცა იგი ოფიციალურად ძალაში 2018 წლის პირველ იანვარს შევიდა.

ბოლო 9 წლის განმავლობაში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ისლანდიას გენდერული თანასწორობის ნიშნით მსოფლიოს პირველ ქვეყნად ასახელებს.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები