Gazprom-თან მოლაპარაკებები

რატიანი: მთავრობა მალავს, თუ რა მასშტაბით დააზიანა Gazprom-თან კონტრაქტმა საქართველო

0 კომენტარი
სერგო რატიანი ფოტო: თეორემა/ტაბულა

"იმას რომ Gazprom-თან ხელშეკრულება საქართველოსთვის წამგებიანია აღიარებს პრემიერმინისტრიც, მაგრამ რა მასშტაბით დააზიანა ამ კონტრაქტმა საქართველოს ეკონომიკა ეს არავინ არ იცის, რადგანაც ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავს მას და დღემდე ვერ ხერხდება ამ ხელშეკრულების ნახვა", - ამბობს ევროპული საქართველოს წევრი სერგო რატიანი.

ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ხელი მოაწერა 2018 წლის "ბუნებრივი გაზის ბალანსს", რომლის მიხედვითაც, საქართველო რუსეთიდან 0 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. ადგილობრივი მოთხოვნა კი სრულად აზერბაიჯანიდან მიღებული 2.6 მილიარდი მეტრ კუბი ბუნებრივი აირით დაკმაყოფილდება. 

საქართველოს ბუნებრივი აირის ბალანსი ფოტო: საკანონმდებლო მაცნე

2017 წლამდე საქართველოს მაგისტრალურ გაზსადენში გატარებული რუსული ბუნებრივი აირის 10% უფასოდ, ტრანზიტის საფასურად რჩებოდა.

Gazprom-ი საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას 2015 წელსაც სთავაზობდა, თუმცა მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე კი ქართული მხარე Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა, რითიც ბუნებრივი აირის ტრანზიტის ანაზღაურების სქემა შეიცვალა.

მთავრობა Gazprom-თან დადებული კონტრაქტის დეტალებს არ ასაჯაროებს, რადაგნაც ის მთავრობის მტკიცებით კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტრანზიტის საფასური 100 კილომეტრზე გატარებულ 1 000 მ3 გაზზე დაახლოებით 3 დოლარია. შესაბამისად, ამ კალკულაციით საქართველო რუსეთიდან იღებს დაახლოებით 15 მილიონ დოლარს. წარსულში კი საქართველო 180-200 მილიონ კუბურ მეტრ გაზს რუსეთიდან უფასოდ იღებდა, თანხობრივად ბუნებრივი აირის ეს მოცულობა დაახლოებით 50 მილიონი დოლარია. შესაბამისად, ეს კონტრაქტი დაახლოებით სამჯერ უფრო წამგებიანია ვიდრე ხელშეკრულების ძველი პირობები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები