რიჰო ტერასი: რუსეთის სამხედრო წვრთნები NATO-ზე თავდასხმის სიმულაცია იყო

BILD

გასული წლის 19 დეკემბერს BILD-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც ნატოს წევრი ქვეყნების სადაზვერვო წყაროებს ეყრდნობოდა, რუსეთის არმიის მიერ სექტემბერში განხორციელებული "ზაპადის" სამხედრო წვრთნები "ნატოსა და ევროპის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის" სიმულაციას წარმოადგენდა.

ინფორმაცია დღემდე არცერთ ოფიციალურ პირს არ დაუდასტურებია, თუმცა დღეს BILD-მა გაავრცელა ინტერვიუ ესტონეთის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელთან, რიჰო ტერასთან, რომელიც ინფორმაციას ადასტურებს და "ზაპადის" წვრთნებს აფასებს.

""ზაპად 2017"-ით რუსეთმა მოახდინა ნატოზე თავდასხმის სიმულაცია. ეს მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებზე არ იყო მიმართული." "წვრთნების მასშტაბი ოფიციალურად გამოცხადებულზე ბევრად დიდი იყო." "ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა რათა უზრუნველვყოთ ნატოს პოზიციის განმტკიცება და კოლექტიური უსაფრთხოების საჭიროებების მიხედვით განვითარება რეგიონშიც და მის გარეთაც. ამის მისაღწევად უნდა გავითვალისწინოთ ის გაკვეთილი, რაც "ზაპად 2017"-ის და სხვა რუსული წვრთნებისაგან მივიღეთ." თქვა მან.

ინტერვიუში ის ასევე შეეხო უფასრთხოების სხვა საკითხებსაც, მათ შორის რუსეთიდან მომავალ კიბერ-საფრთხეებს.

კომენტარები