ელექტრომომარაგების შეზღუდვა

8 იანვარს ვაკის, საბურთალოსა და სამგორის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

0 კომენტარი
ფოტო: newcastle.gov.za

8 იანვარს ვაკის, საბურთალოსა და სამგორის ნაწილს, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია შექმნილი დისკომფორტის გამო მომხმარებელებს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, ალმასიანის, ბერბუკის, ბოჭორიშვილის, ტყვარჩელის, აფაქიძის, კვერნაძის და ფიზკულტურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პაატა გუგუშვილის და ჭიჭინაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები