თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

ძლიერი ნისლის გამო გადადებული ავიარეისები დღის განმავლობაში შესრულდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რეისების შესრულება განაახლა. "ტავ ჯორჯიას" ინფორმაციით, ამ დროისთვის, გეგმიური რეისები სრულდება, გადადებული ფრენები კი, დღის განმავლობაში შესრულდება. ძლიერი ნისლის გამო, ფრენები გადაიდო თელ-ავივის, მოსკოვის, დოჰას, კიევისა და ურუმჩის მიმართულებით.

გარდა ამისა, ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 რეისი გაუქმდა. გაუქმებულ რეისებს შორისაა Turkish Airlines-ის 3 რეისი და “პეგასუსის”ერთი რეისი სტამბოლის მიმართულებით. რეისები ასევე გაუქმდა ალმაატასა და ურუმჩის მიმართულებით. ორი რეისი გაუქმდა თეირანის, თითო-თითო კი, დუბაის და მიუნხენის მიმართულებით. 

კომენტარები