სასამართლო

2017 წელს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 5%-ით მეტ ბრალდებულს შეუფარდეს

0 კომენტარი
ფოტო: ShutterStock

უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, გაზრდილია იმ პირთა რაოდენობა, ვისაც საერთო სასამართლოებმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

2017 წლის 11 თვეში აღკვეთის ღონისძიება სულ 8 533 პირს შეეფარდა. აქედან 33.9%-ს (2 891 ბრალდებული) -  პატიმრობა. არასაპატიმრო სასჯელი შეეფარდა 66.1%-ს (5 217 პირს). აქედან გირაო - 5 217 პირს.

2016 წლის 11 თვეში კი, აღკვეთის ღონისძიება ჯამურად 9 599 პირს შეეფარდა. აქედან პატიმრობის გადაწყვეტილება 2 758 (28.7%) ბრალდებულის მიმართ გამოიტანეს, ხოლო არასაპატიმრო სასჯელი - 6841 პირს (71.3%) შეეფარდა. აქედან გირაო - 5831 ადამიანს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები