ირანი

ირანის დაწყებით სკოლებში ინგლისური ენის სწავლება აიკრძალა

0 კომენტარი
ფოტო: AFP

ირანის დაწყებით სკოლებში ინგლისური ენის სწავლება აიკრძალა. ირანის განათლების სამინისტროს წარმომადგენლის თქმით "საჯარო და კერძო სკოლებში ინგლისური ენის ოფიციალურ კურიკულუმში ქონა კანონებს და რეგულაციებს ეწინააღმდეგება."

აიათოლა ალი ხამენეის თქმით ინგლისური ენის დაწყებით კლასებში სწავლა დასავლური კულტურის შეჭრას უხსნის გზას.

ირანის საშუალო სკოლებში მოსწავლეები ინგლისურის სწავლას 12-14 წლის ასაკში იწყებდნენ, თუმცა ზოგიერთ სკოლაში ინგლისურის გაკვეთილები უფრო დაბალ კლასებშიც ტარდებოდა.

აკრძალვის შემოღებასა და ირანში გამართულ პროტესტს შორის კავშირზე კომენტარი ამ დროისათვის არ კეთდება.

ოფიციალური ინფორმაციით 28 დეკემბერს გაზრდილი ფასების გამო დაწყებული გამოსვლების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 1,000-ზე მეტი დააკავეს. აიათოლა ალი ხამენეიმ დემონსტრანტების წაქეზებაში გარე ძალები დაადანაშაულა. გაეროში ირანის ელჩის მიერ გენერალური მდივნისადმი მიწერილ წერილში კი აღნიშნულია, რომ აშშ ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები