ოპრა უინფრი: მოძალადე კაცების დრო ამოიწურა

Variety

ლეგენდარულმა ოპრა უინფრიმ ცხოვრებისეული მიღწევებისთვის ოქროს გლობუსზე სესილ ბი დე მილის საპატიო ჯილდო მიიღო. ის პირველი ფერადკანიანი ქალია, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.

სესილ ბიდემილი ჰოლივურის პროდიუსერი და რეჟისორი იყო. 

სიტყვით გამოსვლისას ოპრამ იმ საკითხების შესახებ ისაუბრა, რაც ჰარვი ვაინშტაინის სექსუალური შევიწროების სკანდალის შემდეგ წარმოიშვა. ოპრა უინფრი მოზარდობისას თავადაც იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. 

"1964 წელს, როცა პატარა გოგო ვიყავი, მილუოკიში, დედაჩემის სახლში, ლინოლიუმის იატაკზე ვიჯექი და ვუყურებდი ანე ბანკროფტს, რომელმაც კაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ოსკარის გამარჯვებული წარადგინა. მან კონვერტი გახსნა და თქვა სიტყვები, რომელიც ისტორიაში შევიდა: გამარჯვებულია სიდნი პოიტიე

სცენაზე ავიდა ყველაზე ელეგანტური კაცი, ვინც ოდესმე მინახავს. მახსოვს, მისი ჰალსტუხი თეთრი იყო, კანი კი, რა თქმა უნდა, შავი. არასდროს მინახავს, შავკანიანი კაცი ასე რომ ზეიმობდა. ძალიან ბევრჯერ ვცადე ამეხსნა, რას ნიშნავს მსგავსი მომენტი პატარა გოგოსთვის, ბავშვისთვის, რომელიც ამ სანახაობას იმ იაფფასიან სავარძელზე მჯდარი უყურებს, რომელიც დედამ იმ სახლიდან მოიტანა, რომელსაც ალაგებდა. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ფრაზა, რომელიც ახსნის სიდნის თამაშს Lilies of the Field: "ამინ, ამინ, ამინ, ამინ". 

1982 წელს სიდნიმ სესილ ბი დემილის ჯილდო სწორედ აქ, ოქროს გლობუსის ცერემონიალზე მიიღ. ვიცი, რომ არიან პატარა გოგონები, რომლებიც ახლა მიყურებენ და ხედავენ, რომ მე პირველი ფერადკანიანი ქალი ვარ, ვინც ანალოგიური ჯილდო მიიღო. 

პატივი და პრივილეგიაა დღევანდელი საღამოს გაზიარება იმ არაჩვეულებრივ ქალებთან და კაცებთან, რომლებმაც შთამაგონეს და გამოწვევების მიღებისკენ მიბიძგეს, რათა ამ სცენაზე დადგომა შემძლებოდა. 

მინდა მადლობა გადავუხადო ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციას, ვინაიდან, ჩვენ ყველამ ვიცით, როგორი წნეხის ქვეშ არის პრესა დღეს. მაგრამ ასევე ვიცით, რომ უზომო თავდადება და სურვილი, ნათელი მოჰფინო აბსოლუტურ სიმართლეს, გვეხმარება დავინახოთ უსამართლობა და კორუფცია, ტირანები და მსხვერპლები, საიდუმლოებები და ტყუილები. 

მინდა ვთქვა, რომ ახლა პრესას ვაფასებ, როგორც არასდროს. დანამდვილებით ვიცი, რომ სიმართლის თქმა ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია, რაც ჩვენ ყველას გაგვაჩნია. განსაკუთრებით ამაყი და შთაგონებული ვარ ყველა იმ ქალით, ვინც საკმარისად ძლიერი აღმოჩნდა, რათა თავიანთი პირადი ამბები სხვებისთვის მოეყოლა. 

მაგრამ ეს არ არის ამბები, რომელიც გავლენას მხოლოდ გართობის ინდუსტრიაზე ახდენს. ეს არის ამბები, რომელიც გასცდა კულტურას, გეოგრაფიას, რასას, რელიგიას, პოლიტიკას ან სამუშაო ადგილებს. ამიტომ, დღეს საღამოს მსურს მადლობა გადავუხადო ყველა იმ ქალს, რომელმაც წლების განმავლობაში აიტანა ძალადობა და თავდასხმა, იმიტომ რომ მათ, დედაჩემის მსგავსად, შვილები ჰყავდათ, რომლებისთვისაც საკვები უნდა ეყიდათ, გადასახადები გადაეხადათ და ოცნებები აეხდინათ

ისინი არიან ქალები, რომელთა სახელებსაც ვერასდროს გავიგებთ. შინამოსამსახურეები და ფერმერები, ქალები, რომლებიც ქარხნებში ან რესტორნებში მუშაობენ, ასევე არიან აკადემიურ სფეროში: ემსახურებიან ინჟინერიას, მედიცინას და მეცნიერებას. ისინი არიან ტექნოლოგიის, პოლიტიკის და ბიზნესის ნაწილი. ისინი არიან ჩვენი ათლეტები ოლიმპიადაზე და ჩვენი არმიის ჯარისკაცები. 

არის კიდევ ერთი სახელი - რესი ტეილორი, რომელიც მე ვიცი და ვფიქრობ, თქვენც უნდა იცოდეთ. 1944 წელს ის ახალგაზრდა ცოლი და დედა იყო. ერთხელ, როცა სახლში ეკლესიიდან ბრუნდებოდა, 6 შეიარაღებული თეთრკანიანი კაცი თავს დაესხა, გააუპატიურა და გზაზე დატოვა. ისინი ქალს მოკვლით ემუქრებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ ის ხმას ამოიღებდა, თუმცა მისი ამბავი NAACP-ს (ფერადკანიანი ადამიანების წინსვლის ასოციაცია) შეატყობინეს, რომლის ახალგაზრდა თანამშრომელმა, როზა პარკსმა, საქმე გამოიძია. მათ ერთად სურდათ სამართლიანობის მიღწევა.

თუმცა, ჯიმ ქროუს კანონების ერაში ეს შეუძლებელი იყო. კაცები, რომლებმაც სცადეს მისი განადგურება, არასდროს დასჯილან. რესი ტეილორი 10 დღის წინ, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ცხოვრობდა ისე, როგორც ჩვენ ყველა, კულტურაში, რომელიც სასტიკად ძლიერი კაცის მიერ იყო დანგრეული. დიდი ხნის განმავლობაში ქალებმა არ იცოდნენ ან არ სჯეროდათ, რომ შეეძლოთ გაებედათ და სიმართლე ესაუბრათ ამ [მოძალადე] კაცების შესახებ. მაგრამ მათი დრო დასრულდა, მათი დრო დასრულებულია.

მათი დრო დასრულებულია. და მე იმედი მაქვს, რესი ტეილორი ისე გარდაიცვალა, რომ იცოდა - მისი სიმართლე, ისევე როგორც ბევრი სხვა ქალის სიმართლე, რომლებიც წლების განმავლობაში იტანჯებოდნენ და ახლაც იტანჯებიან, მარშით გრძელდება.  

ჩემი კარიერის განმავლობში, ტელევიზიასა თუ კინოში, ყოველთვის ვცდილობდი, ყველფერი გამეკეთებინა და მეთქვა, როგორ განვიცდით სირცხვილს, როგორ გვიყვარს და ვბრაზდებით, როგორ ვმარცხდებით, უკან ვიხევთ, შეუპოვრობას ვიჩენთ და ვიმარჯვებთ. 

ინტერვიუები მქონია ადამიანებთან, რომლებსაც ცხოვრებაში მრავალი სიმახინჯე იხილეს, მაგრამ მათ საერთო ჰქონდათ უკეთესი მომავლის და ნათელი დილის გათენების იმედი, უბნელესი ღამეების დროსაც კი. 

ამიტომ მსურს ყველა გოგოm, რომელიც გვიყურებს, იცოდეს, რომ ჰორიზონტზე ახალი დღე ჩანს და როცა ახალი დღე, ბოლოს და ბოლოს, გათენდება, იქნება მრავალი ბრწყინვალე ქალის დამსახურება, რომელთაგან ბევრნი ამ დარბაზშიც სხედან. ბევრი ფენომენალური კაცის დამსახურებაც, რომლებმაც ბევრი იბრძოლეს, რათა დაემტკიცებინათ, რომ არიან ლიდერები, რომლებიც წარგვიძღვებიან იმ დროისკენ, როდესაც არავის მოუწევს ისევ თქვას #მეც (#metoo)". 

კომენტარები