ნიკა გილაური

ნიკა გილაურს საქართველოში აპლიკაცია Trulayla-ს განვითარება სურს

IDA

საქართველოს ექსპრემიერსა და საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელ ნიკა გილაურს ქართული აპლიკაციის Trulayla-ს განვითარება სურს. გილაურმა Forbes-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში მის გეგმებს შორის ენერგეტიკის სექტორში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება და სოციალური მედიის მიმართულებით აპლიკაცია Trulayla-ს ზრდის ხელშეწყობაა.

"ვცდილობ, საქართველოში ინვესტიციები მოვიზიდო. მაქვს რამდენიმე პროექტი, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში. ვცდილობ, მოვიზიდო ინვესტიციები ჰიდროენერგეტიკაში მშენებლობის მიმართულებით - ასე რომ, დიახ, მე მაქვს გეგმები აქ. ამასთანავე, ვცდილობ ავამოქმედო პირველი ქართული სოციალური მედიის აპლიკაცია, რომელსაც Trulayla ჰქვია. ბევრ ქვეყანას აქვს განვითარებული ადგილობრივი აპლიკაციები, მაგრამ საქართველოს სოციალური მედია ჯერ არ გააჩნია, ამიტომ გადავწყვიტე, პირველი ვიყო",- Forbes-თან საუბარში ამბობს გილაური.

Trulayla ხელმისაწვდომია როგორ IOS-ის, ასევე Android-ის სისტემისთვის. აპლიკაცია მომხმარებლებს მათ გარშემო სხვადასხვა ღონისძიებისა და თუ დაწესებულების შესახებ აძლევს ინფორმაციას. მისი მეშვეობით სხვადასხვა დაწესებულების შეფასების ნახვაც არის შესაძლებელი. 


ფოტო: trulayla.com


ფოტო: Play Store

ფოტო: Play Store

კომენტარები