საჰარას უდაბნო

საჰარას უდაბნო თოვლმა დაფარა

Twitter Account of Fella_Bentoumi

საჰარას უდაბნო თოვლმა დაფარა. თოვლი უდაბნოში ბოლო 37 წლის განმავლობაში მესამედ მოვიდა. ამჯერად თოვლის საფარმა 40სმ-ს მიაღწია.

თოვლი 7 იანვარს, კვირას, საჰარას უდაბნოს ალჟირულ ნაწილში, ქალაქ აინ-სეფრაში მოვიდა. აინ-სეფრას მცხოვრებლები მოვლენას მოუმზადებლები შეხვდნენ. ქალაქში მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. თოვლი მალევე დადნა და მოძრაობაც აღდგა, მაგრამ ადგილობრივმა ბავშვებმა თოვლის ბაბუების გაკეთება მაინც მოასწრეს. მათ თოვლი უდაბნოში, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე ათეულ წელიწადს ვერ ნახონ. 

სინოპტიკოსების თქმით, ევროპაში წნევის აწევამ ჩრდილოეთ აფრიკაში ჰაერის ცივი მასების მოძრაობა და საჰარას ნაწილში თოვლი გამოიწვია. 1979 წლის შემდეგ უდაბნოში თოვლი 2016 წლის ზამთარში მოვიდა, თუმცა მაშინ თოვლის საფარს საჰარას უდაბნო არ დაუფარავს.

კომენტარები