ისრაელი-სირია

ისრაელმა სირიის არმიის სამხედრო პოსტები დაბომბა

EPA

დღეს დილით ისრაელმა სირიის სამხედრო პოსტებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ამის შესახებ განცხადება სირიის არმიამ გააკეთა.

არაბული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ასადის რეჟიმის ძალების განცხადებით ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა დამასკოს მიმდებარე ტერიტორია ლიბანის საჰაერო სივრციდან და გოლანის მაღლობის ტერიტორიიდან დაბომბეს.

განცხადების მიხედვით სირიის საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე რაკეტის ჩამოგდება შეძლო. განცხადება თავდასხმას ისრაელის მხრიდან "აშკარა აგრესიად" აფასებს და საპასუხო ქმედებებით იმუქრება.

სირიის ოპოზიციური ძალების მედია საშუალებების განცხადებით სამიზნეს სირიის არმიის საწყობი წარმოადგენდა.

ინფორმაციის შესახებ კომენტარზე ისრაელის სამხედრო ძალებმა უარი განაცხადეს.

კომენტარები