ავტოპარკი

მთავრობას 4 592 ავტომობილი ეკუთვნის, მათ საწვავზე წელიწადში 50 მილიონზე მეტი იხარჯება

TOYOTA LandCruiser 200
polyair.com.au

საქართველოს მთავრობამ საჯარო უწყებებს შავი ავტომობილების შეძენა აუკრძალა. "შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა" - წერია მთავრობის დადგენილებაში

საქართველოს მთავრობის საკუთრებაში 4 592 ავტომობილია, მათ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების საწვავი დაწვეს.

ამ 4 592 ავტომობილიდან, 1 488 მაღალი გამავლობისაა (ჯიპი). აღნიშნულ სტატისტიკაში არაა შესული სპეციალური სარგებლობის ტექნიკა (სატვირთოები, ტრაქტორები და სხვა) და ის მხოლოდ მსუბუქი და მაღალი გამავლობის ავტომობილებისგან შედგება. არაა მოცემული თავდაცვის სამინისტროს, ასევე სახელმწიფო სსიპ-ებისა და აიპების და თბილისს გარდა სხვა ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების საკუთრებაში არსებული ავტოპარკის მოცულობა, რის გამოც აღნიშნული რიცხვი რეალურად უფრო დიდია.

  • შსს - 1846 ავტომობილი
  • გარემოს დაცვის სამინისტრო - 400 ავტომობილი
  • განათლების სამინისტრო - 390 ავტომობილი
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 331 ავტომობილი
  • სასჯელაღსრულების სამინისტრო - 284 ავტომობილი
  • თბილისის მერია - 281 ავტომობილი
  • ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 154 ავტომობილი
  • ეკონომიკის სამინისტრო - 117 ავტომობილი
  • კულტურის სამინისტრო - 102 ავტომობილი
  • პარლამენტი - 98 ავტომობილი
  • მთავრობის ადმინისტრაცია - 48 ავტომობილი
  • ფინანსთა სამინისტრო - 39 ავტომობილი
  • დევნილთა სამინისტრო - 36 ავტომობილი
  • იუსტიციის სამინისტრო - 34 ავტომობილი
  • სპორტის სამინისტრო - 29 ავტომობილი 
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 25 ავტომობილი

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, უწყების ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკის შემადგენლობაში 236
სპეცმანქანა შედის. აქედან 222 - სასწრაფო სამედიცინო დახმარების, 10 - რეანომობილის,
ხოლო - 4 საგანგებო სიტუაციების მართვისთვის. 

კომენტარები