10 იანვარს, თბილისის 5 რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

newcastle.gov.za

10 იანვარს, თბილისის 5 რაიონის მოსახლეობას ელექტრომომარაგება შეეზღუდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასეხელებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, კოსტავას, გამსახურდიას და ჭაბუკიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, სოფელი ზურგოვანის, სოფელი დიღმის, ფარნავაზის გამზირის (ნაწილობრივ) და პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის IV, V კვარტლების, ახმეტელის და ლუბლიანას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი


11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება." - აცხადებს თელასი.

კომენტარები