პანკისის სპეცოპერაცია

პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა

reginfo,ge

პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი დღეს დილით 8 საათზე დაიღუპა. იგი თითქმის ორი კვირა მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

თემირლან მაჩალიკაშვილი სამკურნალოდ თურქეთის ერთერთ კლინიკაში უნდა გადაეყვანათ და კლინიკასა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. თურქეთში გადაყვანას მისი ოჯახის წევრები ითხოვდნენ. 

26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთერთი ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა. სუს-ში აცხადებენ, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. დაჭრილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. 

სუს-ი დაკავებულებს ახმედ ჩატაევის და თბილისის სპეცოპერაციის სხვა სამიზნეების დახმარებას ედავება.

კომენტარები