რუსეთი

რუსეთის ფინანსთა სამინისტრო: სარეზერვო ფონდის თანხები სრულად ამოიწურა

Sputnik

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ცნობით სარეზერვო ფონდი, რომელიც 2008 წელს შეიქმნა 2017 წლის დეკემბერში სრულად დაიხარჯა.

ფონდი არსებობას ოფიციალურად პირველი თებერვლიდან შეწყვეტს.

"2017 წლის დეკემბერში სარეზერვო ფონდის ანგარიშზე დარჩენილი უცხოური ვალუტები (7,62 მილიარდი აშშ დოლარი, 6,71 მილიარდი ევრო ა 1,10 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) მთლიანად მოხმარდა ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტის შევსებას." ნათქვამია რუსეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

სარეზერვო ფონდი 2008 წელს გაზისა და ნავთობისაგან მიღებული შემოსავლებით შეიქმნა. ფონდში ყოველწლიურად გადასარიცხი თანხის რაოდენობას მთავრობა წყვეტდა. ფონდის მოცულობის მაქსიმუმი 2008 წლის სექტემბერში მის ანგარიშზე არსებული 142,6 მილიარდი აშშ დოლარი იყო. 2015 წლიდან ფონდის რეზერვები ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად გამოიყენებოდა.

სარეზერვო ფონდის დახურვის შემდეგ ბიუჯეტის დეფიციტის შევსება სახელმწიფო კეთილდღეობის ფონდიდან იგეგმება.

კომენტარები