ლგბტქ აქტივიზმი

ტრანსგენდერი მოდელი გერმანული Playboy-ის ყდაზე - პირველად

21 წლის ჯულიანა ფარფალა პირველი ტრანსგენდერი მოდელია, რომელიც ცნობილი გამოცემა Playboy-ის გერმანული ვერსიის ყდაზე მოხვდება. ის ფოტოზე წელს ზემოთ შიშველი იქნება. ჯულიანა გერმანიაში პოპულარული ერთ-ერთ რეალითი შოუში გამოჩენის შემდეგ გახდა. 

გამოცემის რედაქტორის თქმით, მოდელი მშვენიერი მაგალითია იმის საჩვენებლად, თუ როგორი მნიშვნელოვანია ბრძოლა თვითგამორკვევისთვის. 

ჯულიანას თქმით, ის ბავშვობიდან სხვის სხეულში გამომწყვდეულად თვლიდა თავს. მან სხეულზე ოპერაცია 16 წლის ასაკში გაიკეთა. 

კომენტარები