ფინანსთა სამინისტრო

აქციზური მარკის გარეშე სასმელის რეალიზებისთვის ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ რუსთავში დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლურ სასმელს შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე ყიდდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია უაქციზო სასმელები BELUGA, HENNESSY, I JEVAN და ARARAT, რომელთა საბაზრო ღირებულება ჯამში 7 000 ლარს აღემატება. 

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 6 წლამდე. 

კომენტარები